News

Innovator history

ENG ENG ENG ინოვატორის ისტორია ინსპირაციული სცენარი იქნებოდა ნებისმიერი წარმატებული პროექტისთვის, რომელსაც სრულ ტექნიკურ მომსახურებას თავად ინოვატორი გაუწევდა.

ყველაფერი ბნელი და ცივი 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც არ არსებობდა არათუ ფროდაქშენი, არამედ პროფესიული მიდგომაც კი.

სწორედ ამ პერიოდში ინოვატორის დამაარსებელი, ბატონი ზურაბ გეგენავა იყო სატელევიზიო ფესტივალი “მანა”-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი. მოგვიანებით სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობისას აქტიურად მონაწილეობდა რეფორმაში – საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნაში.

როდესაც ქართულ ბაზარზე პირველი მსგავსი კომპანიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, შეუძლებელი გახდა ინვესტორების მოზიდვა, არ არსებობდა ნდობა, კვალიფიკაცია, პირობები.

თუმცა გამოცდილებამ, თავდაუზოგავმა შრომამ და სფეროს სიყვარულმა შედეგი გამოიღო:

“პირველი ნაბიჯი იყო 2006 წელს ამსტერდამში გამოფენაში მონაწილეობა სადაც წარვადგინეთ ჩვენი კომპანია და შევეცადეთ საქართველო მოგვენიშნა რუკაზე. რთული იყო მათი დარწმუნება, თუმცა არაერთი წარმატებით განხორციელებული პროექტის შემდეგ დღეს 35 ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში და რეგიონში.”

ინოვატორი იყო პიონერი სამაუწყებლო და პროფესიონალური ვიდეო გადაწყვეტილებების პროვაიდერი კომპანია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ამ სფეროში რაც უკონკურენტოდ დიდი გამოცდილებისა და საქმის სიყვარულით არის განპირობებული.