Formula TV

ტელეკომპანია ფორმულა​ს პროექატის აღწერა!

კომპანია ინოვატორსა და ტელეკომპანია ფორმულას წარმომადგენლებთან პირველი შეხვდრა ფესტივალი ოქროს თვალის ფარგლებში განხორციელდა.

ინოვატორის მიერ ორგანიზებულმა ფესტივალმა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა გაცნობოდნენ ისეთი ბრენდების თანამედროვე სისტემებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს როგორიცაა Sony, Panasonic, VSN, LiveU, RossVideo, RTS, VitecGroup და სხვა. მათთვის ჩატარდა არაერთი დემო პროდუქტის პრეზენტაცია.

პროექტის ერთ-ერთი გამოწვევა დროის სიმცირე იყო. თუმცა, ინოვატორის ინჟინრების პროფესიონალიზმის დამსახურებით ოპერატიულად შეიქმნა გეგმა და ხელი მოეწერა მასშტაბური პროექტის განხორციელებას.

ტელეკომპანია ფორმულას პროექტი შეესაბამება დასავლური ტელეკომპანიების სტანდარტებს. მსგავსი შედეგის მისაღებად განხორციელდა სიღრმისეული სისტემური ინტეგრაცია, რაც მოიცავდა ათეულობით სისტემის გაერთიანებას, აპარატურის ჩამოტანას, ინსტალაციას, კაბელიზაციას და მომსახურე პერსონალის სრულ გადამზადებას.

სისტემა შედგებოდა შემდეგი ელემენტებისგან:

  1. სტუდია
  • სტუდიური ვიდეო კამერების ინსტალაცია
  • სტუდიური ტელესუფლიორის ინსტალაცია
  • სტუდიური აუდიო სისტემის ინსტალაცია
  • სტუდიური შუქის ინსტალაცია
  • სტუდიური LED ეკრანის ინსტალაცია.
  1. გარე გადაღება
  • ბიუჯეტიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე ინოვატორმა შეიმუშავა სპეციალური წინადადება რომელიც გულისხმობდა სხვადასახვა მოდელის კამერებს შესყიდვას თბილისში და რეგიონებში. კამერები შეირჩა ისე, რომ ვიდეო გამოსახულება არ განსხვავდება (არც ფორმატის და არც ფერების გადმოცემის კუთხით).
  1. სასერვერო
  • დაყენდა RossVideo-ს უახლესო ტექნოლოგიის 4K IP Ready ვიდეო როუტერი, რომელსაც გააჩნია ისეთი უნიკალური ფუნქციონალი როგორიცაა:
  • ფრეიმ სინქრონიზაცია
  • ინტეგრირებული Multviewer ი
  • ემბედირება და დე-ემბედირება
  • აუდიო როუტერი და სხვ.
  • Open Gear ის ტიპის სიგნალის დამუშავების კალათები RossVideo სგან.
  • სატელიტური ენკოდირება დაკოდეირების სისტემა.
  • პროვაიდერთან სიგნალის ენკოდირების სისტემები.
  • ცენტრალური VSN ის ვიდეო სერვერები.
  • ცენტრალური სთორეიჯი DELL & AVID.
  • არქივი ALTO
  • Cisco / Dell ქსელური ინფრასტურქტურა.
  1. სტუდიური სააპარატო
  • დაყენდა RossVideo ლიდერი ვიდეო მიქშერი რომელიც აღჭურვილია 36 შემავალით და 25 გამავალით, გააჩნია 2ME და შეუძლია გაიზარდოს 3ME მდე.
  • ცენტრალური სინქრონიზაციის და საათის სისტემა RossVideo და Masterclock ისგან.
  • RTS ის ციფრული IP ინტერკომ სისტემა.
  • Calrec ის 36 ფეიდერიანი სრულიად ციფრული IP აუდიო მიქშერი.
  1. ცენტრალური საეთერო
  • VSN ის რეზერვირებული საეთერო ავტომატიზაცია.
  • VSN ის რეზერვირებული ტრაფიკ სისტემა.
  1. ცენტრალური ინჯესტი
  • VSN ის რეზერვირებული ფიდური სიგნალის ჩაწერის სისტემა.
  • VSN ის ფაილური ინჯესტის სისტემა.
  1. სამონტაჟოები
  • მოეწყო ათეულობით სამონტაჟო სადაც განთავსდა როგორც ვიდეო მონტაჟის ასევე ხმის დადების სისტემები.
  1. NEWSROOM სისტემა
  • RossVideo_ს რეზერვირებული NRCS (ახალი ამბების) სისტემა.
  • VSN ის PAM/MAM რეზერვირებული სისტემა.
  • VSN ის რეზერვირებული ავტომატიზაციის სისტემა

ფუნქციონალი

ჩამოთვლილი სისტემების ერთობლიობა ტელეკომპანია ფორმულას აძლევს საშუალებას იმაუწყებლოს უმაღლესი სატელევიზიო სტანდარტებით. ფორმულას Workflow არის უნიკალური და მორგებულია კლიენტის მოთხოვნებზე. სისტემა კლიენტს აძლევს საშუალებას განახორციელოს ნებისმიერი სახის მანიპულაცია და შექმნას სასურველი სამუშაო გარემო.

მომხმარებელს აქვს საშუალება Web ბრაუზერის მეშვეობით ნახოს ყველა ხელმისაწვდომი ვიდეო მასალა, განახორციელოს მონტაჟი ან ხმის დადება. ჩაიწეროს მასალა არქივში ან ამოიღოს არქივიდან, გადასცეს მასალა მემონტაჟეს ან თვითონ გაამზადოს ფაილი ეთერისთვის, დაადოს ხმა და სხვადასხვა გრაფიკული შაბლონები. სისტემის პოლის წარმოადგენს ის რომ MAM სისტემა ინტეგრირებულია როგორც სტუდიურ ავტომატიზიაციასთან ასევე საეთერო ავტომატიზაციასთან. დამატებით კლიენტს გააჩნია ცენტრალიზებული ტრაფიკ სისტემა, სადაც მათ შეუძლიათ აკონტროლონ როგორც საეთერო ბადე ასევე კონტენტთან დაკავშირებული მიმდინარე ფინანსური საკითხები.

სრულიად თანამედროვე სტუდიური სააპარტოს ფუნქიონალი გათვლილია ნებისმიერი სირთულის გადაცემაზე.

მოქნილი სტუდიური გადაწყვეტილება იძლევა საშუალებას ერთ სივრცეში მოხდეს მრავალი სხვადასხვა ტიპის გადაცემის ჩაწერა. დამატებით სტუდიაში განთავსებულია უმაღლესი ხარისხის აუდიო და ვიდეო დამუშავების აპარატურა, მონიტორინგის და უკუკავშირის ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი ტელეკომპანიას  საშუალებას აძლევს განახორციელოს ნებისმიერი გადაღება და არ შეიზღუდოს ფუნქციონალში.

Share :

დამატებითი სერვისები:

ინოვატორმა პანდემიის დროს არამხოლოდ ჩამოიტანა აპარტურა არამედ მოახდინა შემდეგი სერვისები:

en_USEnglish