თანამედროვე გადაწყვეტილებები ვირტუალური სტუდიის მიმართულებით.
როგორც იცით ვირტუალური სტუდია ყოველთვის უკავშირდებოდა ორ ძირითად გამოწვევას. პროფესიონალური ვირტუალური სტუდია, რობოტიზირებული კამერებით არის ძალიან ძვირადღირებული, ხოლო თრექინგის გარეშე სტუდიები ვერ აკმაყოფილებს სამაუწყებლო ხარიხს. თუმცა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა ….
კომპანია RossVideo წარმოგვიდგენს უახლეს ვოიაჟერის ვირტუალურ სტუდიას რომელიც არის ბიუჯეტური და ამავდროულად აკმაყოფილებს უმაღლეს სამაუწყებლო ხარიხს და სტანდარტს. სისტემა აწყობილია Voyager ის უმაღლესი ხარისხის ვირტუალური სტუდიის ძრავზე, თუმცა მოხდა მისი იმგვარი მოდიფიცირება რომ მასთან მუშაობა შესაძლებელია რობოტიზირებული კამერების და გარე თრექინგ სისტემბის გარეშე.
ეს გვაძლევს ისეთ ბენეფიტებს როგორიცაა:
ბიუჯეტური გადაწყვეტილება – სისტემა წარმოადგენს დასრულებულ გადაწყვეტილებას, სადაც არ არის საჭირო რაიმე დამატებითი სისტემების ქონა. სისტემა მარტივად იწყობა და არ ჭირდება რთული კონფიგურაცია.
სრული მოქნილობა – ვირტუალური სტუდია გვაძევს საშუალებას შევცვალოთ გადაცემის დეკორაცია ფიზიკური ცვლილების გარეშე. ეს არამხოლოდ ბიუჯეტურს ხდის და ამარტივებს პროდაქშენს, ასევე ამცირებს დროის ხანგრძლივობას სხვადასხვა ტიპის გადაცემებს შორის.
ზრდის ცნობადობას – უმარლესი ხარისხის ფოტორეალისტური ვირტუალური სტუდია განანსხვავებს თქვენს პროდაქშენს კლასიკური გადაცემებისგან და გრაფიკული ელემენტების საშუალებით აყავს გადაცემა სხვა დონეზე, რომლითაც ის განსხვავდება სხვა გადაცემებისგან.
სტუდიური სივრცის ეკონომია – Voyager ის თრექინგის გარეშე ვირტუალური სისტემა ამცირებს სივრცეს რომელიც საჭიროა კლასიკური გადაცემის გადაღებისთვის. მცირე ზომის სტუდიაშიც კი შესაძლებელია ძალიან დიდი ვირტუალური სცენის მოწყობა.
მზა გადაწყვეტილება ერთ სერვერში – All in one გადაწყვეტილება გვაძლევს საშალებას მარტივად და სწრაფად მოვახდინოთ სისტემის ინტეგრაცია. სისტემას გააჩნია ისეთი ფუქნციები როგორიცაა ინტეგირებული მწვანე ფონზე მოჭრა, Live შემავალი, კლიპების და კასეტების დაკვრა, 3D გრაფია და ა.შ.
მომავალზე მორგებული სისტემა – Voyager ის სისტემა არის მომავლის ტექნოლოგია, სადაც თქვენ თქვენს დაბანდებას დებთ ისეთ სისტემაში რომელიც არის გათვლილი მომავალზე და არ მოძველდება უახლოესი წლები. სისტემა მუშაობს თრექინგის გარეშე, და მისი გამოყენება შეიძლება ნებსმიერი ტიპის კამერასთან. საჭიროა მხოლოდ კამერა, მწვანე ფონი, მიკროფონი, განათება და Voyager ის სერვერი. სისტემას გააჩნია ინტუიტიური ინტერფეისი და მისი გამოყენება ძალიან მარტივია.
Voyager ი იყენებს Epic Game ის Unreal Engine ს და მას გააჩნია ისეთი ფუნქციონალი როგორიცაა რეალურ დროში რეალური ჩრდილი, რეალური ანარეკლი, ფოტორეალისტური გამოსახულება და ა.შ. Voyager ის სისტემა მარტივად შეიძლება დაინტეგრირდეს RossVideo ს სხვა ინფრასტრუქტურასთან და სრულიად იმართებოდეს დისტანციურად.