ინოვატორი – სონის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
ინოვატორი არაერთ მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობს, ერთერთი მათგანი გლობალურად აღიარებული Sony-ა.
Sony-სთან კოლაბორაცია 2006 წელს შედგა, როდესაც კომპანიამ ოფიციალური სერვის ცენტრი გახსნა საქართველოში.
თავდაპირველად ინოვატორის და სონის ურთიერთობა მხოლოდ სერვის ცენტრით შემოიფარგლებოდა, თუმცა წარმატებულ საქმიანობასთან და განვითარებასთან ერთად Sony – ის რეგიონალური დირექტორის, იოკიჰირო ნაგაჰამას ყურადღება დაიმსახურა:
2008 წელს ინოვატორი Sony-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა და ერთადერთია რეგიონში რომელიც მომხმარებელს თავაზობს როგორც სისტემურ ინტეგრაციას ასევე დისტრიბუციას და სერვის ცენტრის მომსახურებას.
კომპანია ინოვატორი დღემდე წარმატებით თანამშრომლობს სონისთან და აწვდის უმაღლესი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას მომხმარებლებს საქართველოში და რეგიონში.
Sony Professional Solutions-ი ინოვატორთან ერთად გვთავაზობთ ფართო სპექტრის პროდუქტებსა და გადაწყვეტებს სამაუწყებლო, პროდაქშენის, საგანმანათლებლო თუ კორპორატიული მიზნებისათვის. Sony-ი გვთავაზობს პროდუქტს, რომელიც აერთიანებს პროგრამულ უზრუნველყოფასა და სისტემებს, მომხმარებლის ინდივიდუალური მიზნების მისაღწევად.