სიახლეები

კორპორაცია Belden-მა დაასრულა SAM (Snell Advanced Media)-ის შეძენა

კორპორაცია Belden-მა დაასრულა SAM (Snell Advanced Media) შეძენა.  SAM-ი შევა Grass Valley-ის შემადგენლობაში, გარიგების ფინანსური პირობები  არ ხმაურდება.  SAM-ის  პროდუქცია  ისევ Grass Valley-ის ბრენდით მზადდება და გამოდის.  გარიგების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება NAB’18 გამოფენაზე აპრილში. Grass Valley და SAM წარმოდგენილი იქნება ერთ სტენდზე.

კომპანია SAM-ის პრეზიდენტი  ერიკ კუნი (Eric Cooney) დაიკავებს მრჩევლის თანამდებობას და ინტეგრაციის პროცესებში მიიღებს მონაწილეობას.

„ ბოლო წლების განმავლობაში კომპანია SAM-ის გუნდი ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა შეექმნათ მსოფლიო კლასის პროდუქცია, რომელიც შეესაბამებოდა ჩვენი მომხმარებლის  მოთხოვნებსა და მოლოდინებს. მას შემდეგ რაც გავხდით Grass Valley-ის და კორპორაცია Belden-ის ნაწილი, გაგვიჩნდა შესაძლებობა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ უფრო მეტი საშუალება განვითერიბისთვის.  Belden-ის წყალობით, ჩვენს კომპანიას გაუჩნდება რესურსი ინივაციური პროდუქტის შექმნისთვის და ბაზარზე წარმატებული კონკურენციისათვის“- ამბობს ის.