
ღონისძიება „ოქროს თვალი“ უნიკალურია მსოფლიოში, ის თავის მხრივ აერთიანებს სამ დამოუკიდებელ ღონისძიებას: კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალს, სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო და სატელევიზიო პროდუქციის გამოფენას.

„ოქროს თვალი“ მასში შემავალი ღონისძიებებით ხელს უწყობს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში მედია კომუნიკაციების, რადიო მაუწყებლობისა და კინოს სფეროს განვითარებას. გარდა ამისა, დიდია ღონისძიების საგანმანათლებლო მნიშვნელობა, მის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო კლასის პროფესიონალების მასტერ კლასები და სემინარები, რითაც „ოქროს თვალი“ ზრუნავს სფეროს ტექნიკური პერსონალის შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისათვისათვის.
კომპანია ინოვატორი „ოქროს თვალის“ დაარსებიდან მისი გენერალური პარტნიორი და მხარდამჭერია, ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ღონისძიების განვითარებას, რადგან ვხედავთ რეგიონში მისი არსებობის აუცილებლობას.
ინოვატორი ყოველ წელს სტენდის სახით არის წარმოდგენილი სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე. სტენდზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაიაროს კონსულტაცია და მიიღოს სასურველი სიახლეების შესახებ ინფმორმაცია.
ასევე, ინოვატორი უკვე ტრადიციულად ატარებს გათამაშებას, რომელშიც მონაწილეობა გამოფენაზე მოსულ ყველა სტუმარს შეუძლია. ჩვენ უკვე გავათამაშეთ SONY-ს პროფესიონალური ვიდეოკამერა, დრონის საფრენი აპარატი, ვაუჩერები და ა.შ. ინოვატორმა უკვე დაიწყო მზადება მომავალი წლის გამოფენისთვის, რომლის ფარგლებშიც ისევ იგეგმება გათამაშება და ვაპირებთ მრავალი საინტერესო სიახლე შევთავაზოთ სტუმრებს. ასე, რომ მოუთმენლად გელით „ოქროს თვალი 2017“-ზე!