ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმით და მუდმივი ინოვაციით მხარი დავუჭიროთ სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ტექნიკურ განვითარებას. ინოვატორის ორგანიზაციული კულტურა მომხმარებელზე ორიენტაცია და მოსახერხებელი, სწრაფი, ეფექტური მომსახურების გაწევაა. ჩვენი მიზანი მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ნაყოფიერი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორული ურთიერთობის დამყარებაა.
კომპანია სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობს და მის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:
თანამედროვე სამაუწყებლო ტექნიკის დისტრიბუცია;
სისტემური ინტეგრაცია;
საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურება;
ჩვენთვის ყველა მომხმარებელი მნიშვნელოვანია, იქნება ეს ერთეული პროდუქტის მიწოდება თუ მთლიანი ტელევიზიის აშენება. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის პროექტის განსახორციელებლად. პროექტზე მუშაობისას ჩვენი მთავარი ამოცანა თქვენი საჭიროებების საფუძვლიანი შესწავლა და მასზე დაყრდნობით თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტების შემუშავებაა. „ინოვატორი“-ში შემუშავაბული ყველა გადაწყვეტა ორიენტირებულია მომავალზე და იძლევა შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. ინოვატორი მსოფლიოს წამყვანი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის პარტნიორების სრულის სიის სანახავად გადადით „პარტნიორები“-ს გვერდზე.
2014 წელს წარმატებით განხორციელდა კომპანია ინდენტის რებრენდინგი და აპრილიდან იგი შპს „ინოვატორი“-ა. რებრენდინგის ფარგლებში შეიცვალა კომპანიის სახელი, ლოგო, კორპორატიული ფერები და ამოქმედდა ახალი საიტი.ლოგო და ფერი ჩვენი კომპანიის ლოგოს მთავარ ელემენტს ორი სიმბოლო წარმოადგენს. პირველი სიმბოლო ("algiz") დაცვას, მხარდაჭერასა და დახმარებას აღნიშნავს; მეორე ("ing") მუშაობისა და პროდუქტიულობის სიმბოლოა, რაც ზუსტად გამოსახავს ჩვენი კომპანიის მუშაობის სტილსა და ღირებულებებს.

"ინოვატორი"-ის ლოგო ოქროსფერია. ოქრო მზესთან ასოცირდება, მზე სითბოსა და სიცოცხლის ნიშანია. ოქროსფერი გამარჯვებულთა და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ფერია. ოქროსფერთან ერთად "ინოვატორი"-ს კორპორატიულ ფერებში ასევე შედის ბორდოსფერი. ბორდოსფერი ლიდერობის, მიზანდასახულობის, ჩამოყალიბებულობის და სიუხვის მანიშნებელი ფერია. სახელწოდება კომპანიის ახალი სახელი უკეთ წარმოაჩენს ჩვენი მუშაობის სტილსა და ხასიათს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ სიახლის დანერგვაზე და აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ ინოვაციები და განვვითარდეთ ჩვენს მომხმარებლებთან ერთად.
ისტორია
-
ოქტომბერი
ინოვატორმა ISO-9001:2008 სტანდარტის სერტიფიკატი მოიპოვა. კომპანია პირველი სისტემური ინტეგრატორია საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი მიენიჭა.
-
აპრილი
რებრენდინგის ფარგლებში შეიცვალა კომპანიის სახელი, ლოგო და კორპორატიული ფერები. "ინდენტი" საქმიანობას აგძელებს "ინოვატორის" სახელით.