Aja

AJA Video Systems-ი ქმნის პროფესიონალურ აუდიო-ვიზუალურ ტექნიკასა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სამუწყებლო, პროდაქშენისა და პოსტ-პროდაქშენის ბაზრებისათვის. კომპანია AJA დააარსა ინჟინერმა ჯონ აბტმა 1993 წელს და ახლა უკვე 200-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს მსოფლიოს გარშემო. AJA-ს მრავალ ჯილდოს მფლობელ პროდუქტებს შორისაა: ვიდეო აღბეჭდვისა და აღწარმოების ბარათები – KONA, შემომავალ-გამომავალი სიგნალის დამუშავების მობილური აპარატურა, ჩაწერისა და აღწარმოების მოწყობილობა – Ki Pro, FS კადრის სინქრონიზატორები/კონვერტორები, Corvid PCI ბარათები დეველოპერებისთვის, KUMO როუტერი, HELO სტრიმინგისა და ჩაწერის სისტემა, CION და RovoCam კამერები, U-TAP USB 3.0-ის მხარდაჭერის მქონე ჩამწერები, T-TAP Thunderbolt™-ზე მომუშავე SDI/HDMI გამომავალი მოწყობილობა და მინი-კონვერტორების სერია, რომლებიც ვიდეო პროფესიონალების პირველი არჩევანია.