Thales Angénieux-ი არის ლინზების ცნობილი მწარმოებელი მსოფლიოში, რომელიც გვთავაზობს ლინზებს, როგორც კინო და ტელე გადაღებებისათვის, ასევე სპეციფიკურ პროდუქტებს სამეთვალყურეო და უსაფრთხოების მიზნებისათვის. კომპანიის პროდუქტები აღიარებული იქნა 1964/1989 და 2008 წლებში ჰოლივუდში კინომატოგრაფიის აკადემიის მიერ, 2005 წელს სატელევიზიო აკადემიის მიერ,ასევე 2012 წელს ოპერატორების ასოციაციის მიერ, ასევე 2014 წელს, ლონდონში BSC-ის მიერ. Angénieux-ის ზუმირების ლინზები დადებითად არის შეფასებული მსოფლიოში ცნობილი პროფესიონალების მიერ, როგორც სრულმეტრაჟიანი ფილმების, რეკლამების, სატელევიზიო სერიალების ასევე დოკუმენტური ფილმების გადაღებისათვის. Angénieux-ის გუნდი გამუდმებით მიისწრაფის შექმნას ისეთი ოპტიკური მოწყობილობები, რომელთა ხარისხი და ოპერატიულობა, ხელს შეუწყობს და მაქსიმალურად გაუმარტივებს სამუშაო პროცესს ოპერატორებს.