ARRI-ის ჯგუფი აერთიანებს კომპანიების გლობალურ ქსელს და მოიცავს კინო ინდუსტრიის თითოეულ ასპექტს, მათ შორის კამერებს, პროფესიონალ კადრებს, განათების აპარატურას და გვთავაზობს შემდეგ სერვისებს: ARRI Rental-ი – აპარატურის გაქირავება; ARRI System Group-ი – განათების სრული გადაწყვეტები; ARRI Cinema – ლაბორატორიული მომსახურება, პოსტპროდაქშენი და ვიზუალური ეფექტები; ARRI Worldsales-ი – კინო გაქირავება. წარმოებული პროდუქტები მოიცავს: ALEXA SXT-ს, ALEXA მინისა და AMIRA-ს კამერებს; Master Anamorphic-ის სერიის ლინზებს, L სერიის დიოდურ პროჟექტორებსა და M სერიის განათებებს, SkyPanel-ს, პროფესიონალური კამერის აქსესუარებს, მექანიკურ და ელექტრო კონტროლის სისტემებს, ARRILASER-ისა და ARRISCAN-ის დაარქივების ტექნოლოგიებს. კინო ხელოვნების აკადემიამ ARRI-ის ინჟინრებისა და ტექნიკოსების ღვაწლი 18 სამეცნიერო და საინჟინრო ჯილდოთი აღნიშნა.