სიახლეები

DataVideo

datavideo camera

DataVideo მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც ინოვატორთან არაერთი წელია ეფექტურად თანამშრომლობს.
#ინოვატორმა მრავალი წარმატებული პროექტი განახორციელა Datavideo ს პროდუქციის გამოყენებით.

სამაუწყებლო სისტემების განვითარებასთან ერთად, განვითარდა Datavideo ს პროდუქცია. კომპანია აწარმოებს ბიუჯეტურ ვიდეო კამერებს, ვიდეო სვიჩერებს, რობოტულ თავებს, მობილურ სტუდიებს, ვიდეო და აუდიო ენკოდერებს, სიგნალის კონვერტერებს, ინტერკომ სისტემებს და ა.შ.

პროდუქციიდან შეგვიძლია გამოვყოთ მობილური სტუდიები, რაც იძლევა კომპაქტურ All-In-One გადაწყვეტილებას. ხელმისაწვდომია სისტემები როგორც სტრიმინგისთვის ასევე სრულფასოვანი მაუწყებლობისთვის.
აგრეთვე მწარმოებელი გვთავაზობს კომპლექსურ დიდი ზომის All-In-One Mobile Studio Solutions. რომელიც იდეალურია მცირე ზომის გადასატანი სატელევიზიო სადგურისთვის, როგორც მიკროავტობუსში, ასევე ქეისებში. სისტემები აღჭურვილია ისეთი ფუქნციონალით როგორიცაა:

  • ვიდეო მიქშერი,
  • ინტერკომი,
  • ტალი,
  • ვიდეო და ხმის ჩაწერა,
  • ვიდეო და აუდიო მონიტორინგი,
  • აუდიო მიქსინგი,
  • დისტრიბუცია,
  • ელექტრო დისტრიბუცია და ა.შ.

სისტემები მომხმარებლამდე მიდის უკვე აწყობილი და დაკონფიგურირებული.
იცოდით რომ Datavideo ს სისტემები, საშუალებას გვაძლევს 1 ცალი 4K ვიდეო კამერით, გვქონდეს მრავალკამერიანი გადაღება.
გაინტერესებთ მეტი, ეწვიეთ ჩენს ონლაინ მაღაზიას ან დაგვირეკეთ