სიახლეები

DJI-ს ყველაზე მიმზიდველი დრონი

ყველაზე მიმზიდველი დრონი რაც კი DJI-ს შეუქნია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხედვის სამყაროში.

რა არის ActiveTrack-ი?

ActiveTrack-ი საფრენ აპარატს საშუალებას აძლევს გაყვეს მოძრავ ობიექტს დამატებითი GPS მოწყობილობის გარეშე. უბრალოდ DJI GO აპლიკაციაში აირჩიეთ ობიექტი, რომელსაც საფრენი აპარატი უნდა გაყვეს, ის მაშინვე ფოკუსირებას მოახდენს ობიექტზე და უსაფრთხო მანძილიდან გაყვება მას.

რა არის TapFly?

TapFly გულისხმობს, რომ დისტანციური კონტროლერის გარეშე, თითის მხოლოდ ერთი დაწკაპებით   აპარატის მოძრაობის შესაძლებლობას.  თუ გავააქტიურებთ დაბრკოლების აცილების ფუნქციას, აპარატი დაბრკოლების შეხვედრისას ავტომატურად შეანელებს ფრენას ან გაჩერდება ჰაერში, ასევე ინფორმაციას გვაწვდის  განათების საკმარისობის ( < 300 lux)  და გადანათების ( > 10,000 lux) შესახებაც.

რა არის Phantom 4-ს დაბრკოლების აღმოჩენის სისტემა?

Phantom 4-ი აღჭურვილია დაბრკოლების აღმოჩენის სისტემით, რომელიც განუწყვეტლივ ახდენს წინ მდებარე ობიექტების სკანირებას და საშუალებას გვაძლევს თავიდან ავირიდოთ შეჯახება, გვერდიდან შემოვლით, ზემოდან გადაფრენით ან ჰაერში გაჩერებით.

რატომ აქვს Phantom 4-ს მაგნიუმის ბირთვი?

რევოლუციურად ახალი მაგნიუმის ბირთვი, რომელიც საფრენ აპარატშია გამოყენებული საგრძნობლად აუმჯობესებს მის მდგრადობას, მინიმუმამდე ამცირებს არასასურველ ვიბრაციას. რაც გვაძლევს მაქსიმალურ სიზუსტეს და ზრდის აპარატის ოპერატიულობას. მაგნიუმის გამოყენებამ ასევე საგრძნობლად შეამცირა საფრენი აპარატის წონა.

რა გაუმჯობესდა Phantom 4-ს ხედვის პოზიცირების კუთხით?

ხედვის პოზიცირების სისტემა ახლა იყენებს 4 სენსორს, რათა გაზარდოს ჰაერში ფრენის დროს სიზუსტე და სანდოობა. გარდა ამისა გაუმჯობესდა, ჰიდროლოკატური სისტემაც და ახლა უკვე ზედაპირიდან 10 მეტრის დაშორებითაც მუშაობს. ეს ყველაფერი Phantom 4-ს ხედვის პოზიცირების სისტემას აუმჯობესებს ვერტიკალურად   +/- 0.1 მეტრის ცდომილებამდე და ჰორიზონტალურად  +/- 0.3 მეტრის ცდომილებამდე.

რა ფარგლებში მოქმედებს Phantom 4-ს  დაბრკოლების აღმოჩენის სისტემა?

დაბრკოლების აღმოჩენის სისტემის ეფექტური არეალი 0.7მ-დან 15 მ-მდეა.  გარდა ამისა,  DJI GO აპლიკაციის მეშვეობით, გაიგებთ სად არის დაბრკოლება, პილოტი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს საფრენი აპარატის მართვისას.

მოქმედებს თუ არა დაბრკოლების აღმოჩენის სისტემა ყველა რეჟიმის დროს?

დაბრკოლების აღმოჩენის სისტემა შეიძლება გააქტიურდეს  ActiveTrack-ის, TapFly-ს, ნორმალური რეჟიმისა და სხვა სანავიგაციო ფუნქციების დროს.

რა არის Phantom 4-ს  ძირითადი გაუმჯობესებები ამძრავის კუთხით?

Phantom 4-ს  ძრავი, ახალ პროპელერებთან ერთად მუშაობს, ჩამკეტი მექანიზმის წყალობით, პროპელერები უძლებს ძრავის დატვირთვას სიჩქარის გაზრდის დროს, რისი საშუალებითაც უმჯობესდება საფრენი აპარატის მოქნილობა და ოპერატიულობა.

რამდენ ხანს ძლებს Phantom 4-ის  ახალი ბატარია?

ზღვის დონეზე, არაგაძნელებული ფრენის დროს ATTI რეჟიმით გადაღებისას Phantom 4-ს  ბატარია  28 წუთამდე ძლებს. ეს დრო, რა თქმა უნდა განსხვავებულია სხვადასხვა რეჟიმებისა და საფრენი პირობების შესაბამისად.

რა ძირითადი განსხვავებაა Phantom 4-სა და Phantom 3-ს პროპელერებს შორის?

ახალი პროპელერები უფრო სწრაფად მაგრდება აპარატზე, ამასთანავე უფრო უსაფრთხოა ვიდრე წინა მოდელები.  ისინი ადვილად უმკლავდება უფრო დიდ აჩქარებას და უფრო ძნელად ზიანდება.

ოგორ გაუმჯობესდა Phantom 4-ის სახსარი?

სახსარი და საკამერო სისტემა ინტეგრირებულია აპარატის მთლიან სხეულთან, რაც აახლოებს მას გრავიტაციულ ცენტრთან. ახალი სახსრები ასევე დამზადებულია უფრო გამძლე კომპოზიტური მასალისაგან.

რატომ არის Phantom 4-ის კამერა უკეთესი?

Phantom 4-ის კამერა გამოსახულების თვალსაზრისით გაუმჯობესდა, ქრომატული აბერაცია 56%-ით შემცირდა, ასევე შემცირდა ლინზის დეფორმაცია 36%-ით წინა მოდელთან შედარებით.  ლინზების გაუმჯობესებასთან ერთად, კამერის პროგრამული უზრუნველყოფაც უკეთესი გახდა, რაც საშუალებას აძლევს მას გადაიღოს 120fps ვიდეო full 1080p FHD ფორმატში (ამ რეჟიმის დროს კამერის ხედვის კუთხე კონფიგურირდება 47°-მდე). კამერა ასევე გამოყენებულია ActiveTrack-ისა და TapFly-ი რეჟიმების დროს.

Phantom 4-ს  დისტანციური მართვისა და ინფორმაციის მოწოდების სიახლეები

Phantom 4-ის დისტანციური მართვა და ინფორმაციის რეალისტურ დროში მოწოდება, ეფუძნება  DJI Lightbridge-ის ტექნოლოგიას, რაც კონტროლის არეალს 5 კმ-მდე ზრდის, გარდა ამისა თქვენ იღებთ  HD გამოსახულებას რეალურ დროში, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია გადაღებებისათვის.

აქვს თუ არა Phantom 4-ს საორენტაციო წერტილში („სახლში“) დაბრუნების ფუნქცია?

დიახ, გარდა ამისა მას აქვს გაუმჯობესებული დაბრუნების ფუნქციაც, რომელიც საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს გზაზე არსებული დაბრკოლებები, გვერდი აუაროს მათ და უსაფრთხოდ დაბრუნდეს საორიენტაციო წერტილში.

რა მიზნით შეიქმნა „სპორტული რეჟიმი“?

ეს რეჟიმი საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ მაქსიმალურ სისწრაფეს 72 კმ/სთ, შეიძლება გამოვიყენოთ გასართობათ, შეგვიძლია მივაღწიოთ არნახულ სისწრაფეს ან საუკეთესო განათების პირობებში მოვახერხოთ სასურველი ადგილის გადაღება.

როგორია Phantom 4-ს  ჰორიზონტალური სისწრაფე ATTI რეჟიმის დროს?

ATTI რეჟიმის დროს Phantom 4-ს  ჰორიზონტალური სისწრაფე 72კმ/სთ.

რა განსხვავებაა „სპორტულ“ და ATTI რეჟიმს შორის?

Phantom 4-ს 72 კმ/სთ-ით შეუძლია ფრენა, როგორც „სპორტულ“, ასევე ATTI რეჟიმის   დროს, აპარატი ამ დროს იყენებს GPS/Glonass-ს და ხედვის პოზიცირების სისტემას უფრო მეტი სიზუსტისათვის.  ATTI რეჟიმის დროს,  GPS-სა და ხედვის პოზიცირების სისტემას აპარატი არ იყენებს ჰაერში მოძრაობისა და ნავიგაციისათვის.

ActiveTrack-ის გამოყენებისას, როგორ შევწყვიტოთ ობიექტზე მიდევნება? რა ხდება როცა მიდევნება წყდება?

ეკრანზე დააწკაპეთ სტოპ ღილაკზე ან სამართავი სტიკი გადაწიეთ უკან სამი წამის განმავლობაში, რის შემდეგაც ობიექტზე მიდევნება წყდება, აპარატი ერთ ადგილზე დაფრინავს, შენ შეგიძლია დაიწყო ახალი მისია ან დააბრუნო საფრენი აპარატი საორენტაციო ადგილას.

რამდენად მცირე ობიექტის შემჩნევაა შესაძლებელი დაბრკოლების აღმოჩენის სისტემის მეშვეობით?

მინიმალური პიქსელური ზომა, რომელზეც შესაძლებელია დაბრკოლების აღქმა 500 პიქსელია.

რა არის ActiveTrack-ის მინიმალური ფრენის სიმაღლე?

ActiveTrack-ს მუშაობა დედამიწის ზედაპირიდან მინიმუმ 3 მეტრის სიმაღლეზეა შესაძლებელი.