Evertz

Evertz-ი სატელევიზიო მაუწყებლობისა და ფილმების ინდუსტრიისათვის აუდიო და ვიდეო აპარატურის წარმოებაში მსოფლიო ლიდერია. Evertz-მა კიდევ უფრო გააფართოვა მაღალი ოპერატიულობის სისტემების შეთავაზება სამაუწყებლო ბაზრისათვის და გაზარდა HDTV, DTV, 3Gb/s, და Ultra HD-ს წარმოება მსოფლიოს გარშემო. Evertz-ი გვთავაზობთ სრულ გადაწყვეტებს: კონტროლის სისტემებს, დიდ, საშუალო და პატარა ზომის როუტერებს, ბრენდინგს, სინქრონულ გენერაციას, ტერმინალურ აპარატურას, ბოჭკოვან ოპტიკას, მრავალეკრანიან მონიტორინგს, პროდაქშენის საშუალებებსა და ინტერფეისებს, ასევე ტიტრირების სისტემებს. Evertz-ი ასევე გვთავაზობთ გადაწყვეტებს პოსტ პროდაქშენის, პროდაქშენისა თუ მობილური პროდაქშენისათვის, ასევე IPTV-ისათვის, OTT-ისათვის, სატრანსპორტო თუ სადისტრიბუციო საშუალებებს, სამაუწყებლო, სატელიტურ და საკაბელო აპლიკაციებს.