დღეს გვინდა მოგიყვეთ კომპანია ინოვატორისა და liveU ს თანამშრომლობის უპირატესობების შესახებ:
21-ე საუკუნის ასწრაფებულ ტემპთან ერთად ინფორმაციის უსწრაფესად გაშუქება აუცილებელ მოთხოვნად იქცა. ინოვატორი და liveU- ს თანამშრომლობა სწორედ ამ გამოწვევას ემსახურება.
LiveU ლიდერი კომპანიაა პირდაპირი ჩართვების სისტემებში.
ამას განაპირობებს:
მაღალი ხარისხი, მარტივი მოხმარება და მრავალ ფუნქციურობა.
LiveU-ს გამოყენება შეგიძლიათ ყველგან, იქნება ეს ქალაქის ცენტრი თუ მაღალმთიანი რეგიონი, რადგან ბრენდი იყენებს 14-მდე დამოუკიდებელ კავშირს ერთდროულად.
გარდა ამისა სისტემას გააჩნია თანამედროვე H265 ენკოდირების სტანდარტი, რაც გვაძლევს ძალიან მაღალ ხარისხს დაბალი ბიტრეითით.
H265 იძლევა მაღალი ხარისხის ვიდეოს რთული გარემო პირობების შემთხვევაშიც კი და ამასთანავე ზოგავს სატელეფონო ტარიფს ტრაფიკის სამჯერ შემცირებით.
LiveU არ იყენებს თქვენი კამერის ელემენტს და მას გააჩნია საკუთარი, რაც ზრდის ეფექტურობას.
ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ელემენტი პირდაპირი ეთერიდან გამოუსვლელად.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ყოვლის შემძლე მოწყობილობის წონა სულ რაღაც 2 კილოგრამამდეა და ძალიან კომფორტულად თავსდება ზურგჩანთაში.







