თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება სწრაფ, მოქნილ და ხარისხიან სამსახურებრივ კავშირს.
არ აქვს მნიშვნელობა, სფეროს, იქნება ეს ტელევიზია, რადიო, თეატრი, სტადიონი, აეროპორტი თუ უბრალოდ იახტა, აუცილებელია, ლოკაციაზე დასაქმებულ თანამშრომლებს ჰქონდეთ კავშირი ერთმანეთთან.
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისთვის უკვე 40 წელია, მოღვაწეობს ბაზარზე RTS-ი, რომლის აპარატურაც შექმნილია OMNEO არქიტექტურაზე.
რის საშუალებას იძლევა აპარატურა?
RTS-ის დახმარებით შესაძლებელია, მარტივად გავავრცელოთ ან ვმართოთ სხვადასხვა სისტემები IP ქსელის საშუალებით.
OMNEO დაფუძნებულია ორ ძირითად კომპონენტზე – მედიის ტრანსპორტირება და მოწყობილობების კონტროლი. ამ სისტემით შესაძლებელია ისეთი ტექნოლოგიების მხარდაჭერა, როგორიცაა Dante, AES70 და სხვა.
RTS-ის ძირითადი პროდუქცია ციფრული მატრიცებია:ის სრულიად კონფიგურირებადია და შეუძლია, როგორც მცირე ზომის, ასევე მასშტაბური ამოცანების გადაჭრა.
იმის მიუხედავად რომ RTS-ი დაფუძნებულია IP ტექნოლოგიებზე, მას ასევე შეუძლია ციფრული და ანალოგიური სიგნალების მხარდაჭერაც.
ეს ტექნოლოგია ზედმიწევნით ერგება არა მხოლოდ სამაუწყებლო, არამედ სხვა უამრავ სფეროს. ამის შესანიშნავი მაგალითია ისიც, რომ RTS აწარმოებს სპეციალურ საავიაციო ჰედსეტებს, რომელიც ბლოკავს ყველა სხვა სიხშირეს, გარდა ადამიანის ხმისა – ეს ჰედსეტი საყვარელი არტისტის მოსასმენად ნამდვილად ვერ გამოგვადგება, მაგრამ ამ ნივთის მფლობელი ყოველთვის შეძლებს, გაიგოს ოპერატორის ხმა, მაშინაც კი, როდესაც არაერთი თვითმფრინავი ახორციელებს აფრენასა და დაჯდომას.
გსურთ მეტი გაიგოთ ამ ინოვაციური, სუპერ ბრენდისა და პროდუქტის შესახებ? დაგვიკავშირდით