სიახლეები

ინოვატორი VSN -ის ოფიციალური პარტნიორი

ინოვატორი VSN -ის ოფიციალური პარტნიორი

სატელევიზიო ინდუსტრიისთვის ორიათასიანი წლები ციფრულ მაუწყებლბობაზე გადასვლით დაიწყო, შესაბამისად 2022 წლისთვის ყველაფერი გაციფრულებულია იქნება ეს ვიდეო და აუდიო ფაილები, თუ  სიუჟეტის ტექსტები.

გასათვალისწინებელია, რომ ციფრულმა მედიამ ახალი გამოწვევები მოიტანა თან:

საჭირო გახდა ციფრული აღწარმოების ე.წ. ფლეიაუთ სისტემები. ციფრული სამონტაჟო სადგურები და დიდი ზომის ცენტრალური მეხსიერების სერვერები.

VSN ევროპული კომპანიაა, რომელიც ესპანეთში ბარსელონასთან ახლოსაა ლოკალიზებული და ბრენდის პროდუქტი 1990 წლიდან ესპანეთშივე იწარმოება.

VSN გამრჩეულია თავისი საიმედო სისტემებით, ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით.

კომპანია აწარმოებს ისეთ პროდუქციას როგორიცაა:

  • ცენტრალური საეთერო ავტომატიზაცია.
  •  ახალი ამბების NewsRoom სისტემები
  •  ინჯესტი და ფლეიაუთი
  •  სტუდიური ავტომატიზაცია
  • ტრაფიკ სისტემა
  • MAM და PAM სისტემები
  • ბიზნეს ანალიტიკის მოდულები
  •   ვიდეო პროდაქშენ სისტემები

გვინდა გამოვყოთ რამოდენიმე პროდუქტი რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი  და დადებითი გამოხმაურება მოიპვა, როგორც მსოფლიოს ასეულობით წამყვან ტელევიზიებში ასევე საქართველოშიც.

ახალი ამბების სისტემა, PAM და MAM სისტემასთან ერთად წარმოადგენს VSN-ის რევოლუციონურ პროდუქტს, ის  Web ბრაუზერით რთული მონტაჟის საშუალებას იძლევა, გარდა ამის პროდუქტის დახმარებით შეგვიძლია მოვძებნოთ ტელევიზიაში არსებული ფაილები არამხოლოდ მისი სახელით არამედ გავაანალიზოთ ის ხელოვნურ ინტელექტით და ყოველი უმნიშნელო დეტალიც კი გავხადოთ ფაილის ნაწილი:

მაგალითად თუ ვიდეო კადრში  ვხედავთ ცნობილ პიროვენბას  VSN-ის ჯადოსნურად ინოვაციური  სახის ამოცნობის ხელოვნური ინტელექტის მოდული მას ავტომატურად ამოიცნობს და გვეტყვის თუ ვინ რომელ წამს არის ვიდეოს კადრში.

დაგვეთანხმებით ესეთი ფუქნციონალი  ნამდვილად აიოლებს ტელევიზიის უზარმაზარ არქვიში მასალის მოძეიბას.

 VSN სისტემა გამოირჩევა თავისი მოქნილობითაც, მაგალითისთვის : ხმის ანალიზის მოდულს შეუძლია, გაშიფროს ხმა, გადააქციოს ტექსტად (ქართული ხმა ქართულ ტექსტად ან ვთარგმნოთ სხვა ენაზე), და სუბტიტრების სახით დავურთოთ ვიდეოს ავტომატურად – სისტემა იძლევა 98%+ ტექსტის სისწორეს. მსგავსი სისტემები გამოიყენება არამხოლოდ მათთვის, ვისთვისაც ქართული ენა მშობლიორი არ არის,  არამედ შშმ პირებისთვისაც.

დამატებით უნდა ავღნიშნოთ, რომ VSN არ ცვლის თქვენს სამუშაო გარემოს,  ის ერგება მას და ადაპტირდება თქვენთვის:

სულაც არ არის საჭირო  ახალი უნარჩვევების შეძენა –  სისტემა სრულიად ერგება ყველა გავრცელებულ სატელევიზიო პროდუქციას, იქნება ეს ვიდეო კამერა, სამონტაჟო სადგური, სერვერი, არქივი თუ სხვა.

VSN არის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრატორი კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება და ზრუნავს თავის მომხმარებლებზე.

თუ თქვენ გჭირდებათ:

–              ახალი საეთერო ან სტუდიური ფლეიაუთი

–              მასალის შენახვის და მონიტორინგის სისტემა

–              მასალის ჩაწერის და აღწარმოების სისტემა

–              ახალი ამბების და Web მონტაჟის სისტემა

–              ინტეგრაცია ხელოვნურ ინტელექტთან

–              ეთერის ხანგძლივი გეგმარება და სრული ავტომატიზაცია

–              პროდაქშენ

მაშინ VSN თქვენთვის არის განკუთვნილი. მოგვწერეთ ჩვენ და ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ სრულიად უფასო კონსულტაციას თუ რა ტიპის მოცულობის და ღირებულების სისტემაა საჭირო თქვენი ამოცანის გადასაჭრელად.

გახსოვდეთ რომ ავტომატიზაცია ამცირებს, როგორც  მომსახურე პერსონალის რაოდენობას, ასევე შეცდომების დაშვების შანსს.