ინოვატორის და NewTek -ის თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ინოვატორმა შეიმუშავა სპეციალური სასწავლო კურსი სადაც დეტლურად შეგიძლიათ შეისწავლოთ NewTek ის ფუნქციონალისა და მახასიათებლების შესახებ.
NewTek ის ისტორია 1985 წელს იწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ბრენდი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2005 წელს როდესაც პირველი TriCaster ის პროდუქცია წარმოადგინა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა პირდაპირი ეთერის კომპაქტურ სისტემებში.
NDI (Network Device Interface) შემუშავებული და შექმნილია NewTek ის მიერ. მარტივად რომ ვთქვათ NDI არის ტექნოლოგია რომლის საშუალებითაც სტანდარტულ ქსელურ გარემოში შეგვიძლია ვატაროთ სამაუწყებლო ხარისხის ვიდეო სიგნალი.
რა პლიუსებს გვაძლევს ეს:
- არ ავაწყოთ რთული და ძვირადღირებული SDI ინფრასტრუქტურა და გამოვიყენოთ არსებული ქსელური ან ავაწყოთ ახალი ბიუჯეტური ქსელური ინფრასტუქტურა.
- კაბელის საშუალებით მივიღოთ კამერის სიგნალი (მაღალ ხარისხში), ვმართოთ კამერა (PTZ), გვქონდეს Tally სიგნალი, ვკვებოთ ვიდეო კამერა (PoE). – შესაბამისად თუ სტანდარტულად საჭიროა 4 ან 5 კაბელის მიყვანა კამერასთან NDI ის საშუალებით მხოლოდ 1 კაბელით კეთდება ყველა საჭირო ფუნქცია.
- NDI არის ჭეშმარიტი VOIP სტანდარტი რომელსაც შეუძლია უმაღლესი ხარისხის სიგნალის გადაცემა ქსელური ტექნოლოგიების გამოყენებით, თუმცა არსებობს NDI ის უფრო მოქნილი ვერსია, სადაც თვითონ კამერა აგენერირებს NDI HX სიგნალს.
- NDI|HX გამოირჩევა მაღალი კომპრესიით, სადაც თითოეული სიგნალის ბიტრეიტი 8 დან 20 Mb/s მდე მერყეობს (bitrate პირობითია და ის განსხვავდება ვიდეო სიგნალის მიხედვით). ეს საშუალებას გვაძლევს NDI|HX სიგნალი გამოვიყენოთ 100 Mb/s ქსელში თუმცა 1000 Mb/s ქსელი რეკომენდირებულია.
- გარდა ამისა აღასნიშნავია რომ NDI აგენერირებს Proxy სიგნალს. მაგალითად თქვენ თუ უყურებთ Multiviewer ზე 12 NDI სიგნალს, და აქედან მხოლოდ 1 სიგნალია Program ზე და 1 Preview ზე, თქვენ რელურად იყენებთ 2 ცალ NDI სიგნალის სრულ ბიტრეიტს, ხოლო დანარჩენი 10 მოდის ძალიან დაბალი proxy სიგნალით და თქვენ როგორც კი აირჩევთ მას ეთერში, უმალვე ის გახდება სრულფასოვანი სიგნალი, ისე რომ ეთერში გავა მხოლოდ მაღალი ხარისხი, ხოლო მონიტორინგის დროს არ დაიხარჯება ზედმეტი პროცესორული თუ ქსელური რესურსი.
- აგრეთვე აღსანიშნავია რომ დღესდღეისად ისეთი ბრენდები როგორიცაა Sony, Panasonic, Canon, JVC და ა.შ. თავიანთ კამერებში პირდაპირ ათავსებენ NDI დეკოდერს, სადაც კამერას პირდაპირ აქვს NDI გამავალი და თქვენ მიიღებთ NDI სიგნალს, მართვას NDI ით და Tally ფუნქციონალს ყოველგვარი დამატებითი მწოყობილობების გარეშე. თუ კამერას აქვს PoE, თქვენ მხოლოდ 1 კაბელი დაგჭირდებათ სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. აგრეთვე NDI ის აგენერირებს PlayOut სერვერები, LiveU ს სერვერები და სხვა ბევრი სამაუწყებლო მოწყობილობები.
- NDI გამოყენება შესაძლებელია სტანდარტული Wi-Fi ის ქსელით. NDI HX ის ბოლო თაობა სრულიად თავსებადია უკაბელო სისტემებთან და თქვენ არსებულ ქსელურ Wi-Fi ინფრასტრუქტურაში შეგიძლიათ ჩართოთ NDI.
NDI ის საშუალებით პროდაქშენი არამხოლოდ ბიუჯეტურია, არამედ მცირდება ადამიანური რესურსი, საჭირო კაბელების და რთული მოწყობილობების რაოდენობა და წინასწარი მომზადების დრო.