სიახლეები

ინოვატორის პროექტი ეთიოპიაში

ინოვატორის პროექტი ეთიოპიაში
იცოდით, რომ ინოვატორის წარმატება აფრიკის კონტინენტსაც უკავშირებდა?!
გვინდა მოგიყვეთ ისტორია, თუ როგორ აღმოვჩნდით ეთიოპიაში, როგორ შეძლო ქართულმა კომპანიამ, ინოვატორმა, უპრობლემოდ უკან ჩამოეტოვებინა კონკურენტი ევროპული კომპანიები, დაემსახურებინა ნდობა და მოეგო საერთაშორისო ტენდერები.
პირველი ტენდერი მოიცავდა ეთიოპიის სახელმწიფო ტელევიზიის ტექნიკურ გადაიარაღებას.
პროექტში ჩართვაც, არათუ მოგება, კი საკმაოდ რთული იყო, რადგან ინოვატორს უნდა დაემტკიცებინა კვალიფიკაცია და მაღალი ხარისხი,
არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო და ქართული კომპანიები ნამდვილად არ ასოცირდებოდა ტელევიზიის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასთან.
ინოვატორმა თავის ცოდნითა და გამოცდილებით, ისე რომ მანამდე არავის სმენოდა საქართველოსა და კომპანიის შესახებ, შეძლო ათამდე ევროპულ კონკურენტის ჩამოტოვება და ეთიოპიაში საიმედო კომპანიის სტატუსის მოპოვება, რამაც ხელი შეუწყო ინოვატორის დამკვიდრებას ეთიოპიაში.
ეთიოპიაში ჩვენ, საქართველოს სახელით, დავნერგეთ თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები და შევძელით უმაღლესი ხარისხის მიწოდება, შევქმენით საამაყო რეპუტაცია ინოვატორისთვისა და ჩვენივე ქვეყნისთვის მსოფლიო ბაზარზე.