სიახლეები

Sony-ს ახალი ვიდეო კამერა VENICE 2

Sony-ს ახალი კამერა VENICE 2, შექმნილია კინოსთვის, სპეციალურად კინოოპერატორების მიერ, თუმცა სანამ მის უსასრულო შესაძლებლობებს გაგაცნობთ გადავხედოთ ციფრული ვიდეო კამერების შექმნის ისტორიას.

ციფრული ვიდეო კამერების ისტორია არც ისე შორეულ წარსულიდან, 1999 წლიდან იწყება. პიონერი კომპანია კი Sony აღმოჩნდა, როდესაც პირველი 24p ციფრული ვიდეო კამერა გააცნო საზოგადოებას.

რაც შეეხება მაღალ ხარისხსა და 4k რეზოლუციას, პირველად  2006 წელს გამოჩნდა ბაზარზე. ეს იყო 4K კინო კამერა – F65, F55 და F5, რომელმაც მალევე დაიმსახურა მსოფლიოს ყურადღება. სწორედ ამ კამერებით შეიქმნა არაერთი ჩვენთვის  საყვარელი ფილმი.

2017 წელს Sony-მ წარადგინა ახალი თაობის ვიდეო კამერა-VENICE, რომელიც კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგი იყო კინოინდუსტრიაში.

VENICE კამერა აღჭურვილია 6K სენსორით და გადმოსცემს ძალიან ღრმა ფერებს. ამ მოწყობილობას შეუძლია შთამბეჭდავი გადაღება დაბალი განათების შემთხვევაშიც, ხოლო 8 საფეხურიანი  ND ფილტრი ეფექტურად ზოგავს დროით რესურს გადასაღებ მოედანზე.

Sony-ს ახალმა კამერამ VENICE 2 უკვე დაიმსახურა მსოფლიოს ყურადღება. ეს მოდელი დაფუძნებულია იმ გამოცდილებაზე რაც წარმატებით დააგროვა ბრენდმა კინო ინდუსტრიაში.

CineAlta ს ლოგოზე უსასრულობაა გამოსახული და ასახავს კომპანიის პოლიტიკას, რაც უსასრულო შესაძლებლობებსა და სრულყოფილ ტექნოლოგიებს გულისხმობს.

აღწერა:

VENICE 2 არის კინო კამერა, შექმნილი კინოსთვის, სპეციალურად კინოოპერატორების მიერ.

კამერას გააჩნია ორი Full Frame სენსორის ვერსია, რომლებიც გვაძლევენ უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას.

 ახალი შიდა ჩაწერის ფუნქციით, კი შესაძლებელია უფრო მეტი ფერებისა და დეტალის გადაღება.

ძირითადი ფუნქციები

VENICE 2 გვთავაზობს არჩევანს 6K და 8K სენსორებს შორის.

ორივე სენსორს გააჩნია უმაღლესი ხარისხი, სადაც შესაძლებელია ავირჩიოთ 16 ან 15+ დინამიური ნაბიჯი (steps of latitude) და განუსაზღვრელად დიდი  ფერთა გამა.

 VENICE 2 კამერა აღჭურვილია მარტივი და ინტუიციური სამართავი პანელით.

 კამერის კონფიგურაცია უმოკლეს პერიოდშია შესაძლებელი,  ხოლო დამატებითი I/O ინტერფეისები ამარტივებს მის მოხმარებას.

ეს ყველაფერი საშალებას იძლევა, მთელი რესურსი ფილმის გადაღებაზე იყოს მიმართული და არა, კამერის ინსტალაციაზე.

კომპაქტური კამერა თავსდება  თითქმის ყველა  ტიპის აქსესუარზე. მათ შორის დრონზე, სლაიდერზე, შტატივზე, ეკრანსა და ა.შ.ი

sony VENICE 2

VENICE 2 კამერა გათვლილია PL Mount ლინზებზე, რომელიც სრულფასოვნად წარმოადგენს ინდუსტრიულ სტანდარტს. ის თავსებადია ყველა Super35 და Full-frame PL ლინზებზე – spherical და anamorphic ზე.

 კამერა იწერს ლინზის ინფორმაციას ყოველ ფრეიმთან ერთად და ამავდროულად მას გააჩნია ZEISS eXtended Data-ს მხარდაჭერა.

დამატებით E-mount ტიპის თავსებადობა გვთვაზობს შესაძლებლობას , გამოვიყენოთ Sony ის ლინზების დიდი არჩევანი.

VENICE 2 თავსებადია VENICE ის კამერის სენსროთან და შესაძლებელია მისი გამოყენება.

venice2

როგორც ავღნიშნეთ ხელმისაწვდომია ორი მოდელი, 8.6K სენსორით და 6K სენსორით.

კამერის ერთერთი მთავარი უპირატესობა შესაძლებლობაა, ჩაიწეროსს მაღალი ხარისხის ვიდეო დამატებითი აქსესუარების გარეშე. სპეციალურად შექმნილი Sony ის მეხსიერების ბარათი 1TB მოცულობით, უზრუნველყოფს ვიდეო მასალის უმაღლეს ხარისხით ჩაწერას.

Sony-მ შეიმუშავა X-OCN – 16-bit eXtended სტანდარტი, რაც გვაძლევს საშუალებას, ჩავიწეროთ ფერთა შესახებ იმდენი ინფორმაცია რამდენიც აქამდე არ ყოფილა ხელმისაწვდომი.

მრავალფეროვანი  ფერთა გამა და ამავდროულად 16 ბიტიანი ხაზოვანი ტონალური გრადაცია გვაძლევს საშუალებას მივიღოთ უმაღლესი ხარისხის გამოსახულება.

გამოსახულება იდელურია ფერთა კორექციისთვის და ამავდროულად არ იკავებს ძალიან დიდი ადგილს.