Sony Professional Solutions-ი გვთავაზობს ფართო სპექტრის პროდუქტებსა და გადაწყვეტებს სამაუწყებლო, პროდაქშენის, საგანმანათლებლო თუ კორპორატიული მიზნებისათვის. Sony-ი გვთავაზობს პროდუქტს, რომელიც აერთიანებს პროგრამულ უზრუნველყოფასა და სისტემებს, მომხმარებლის ინდივიდუალური მიზნების მისაღწევად. Sony აქტიურად თანამშრომლობს მაუწყებლებთან საქართველოში, მან რამდენიმე პროექტი განახორციელა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, ტელეკომპანია GDS TV-ისათვის, ქუთაისის პარლამენტისათვის შეიქმნა სრულიად ახალი სატელევიზიო ცენტრი. Sony აქტიურად ცდილობს დაეხმაროს სამაუწყებლო სფეროს, 4K ტექნოლოგიებზე უმტკივნეულოდ გადასვლაში, რათა არ ჩამორჩეს თანამედროვე ტენდენციებს. Sony Professional Solutions-ს აქვს უნიკალური გამოცდილება საგანმანათლებლო მიზნებისათვის გაავრცელოს აუდიო ვიზუალური მასალები – დისტანციური სწავლებისათვის გააჩნია ლექციების გადაღების, ჩაწერისა და შენახვის კომპლექსური შესაძლებლობები.