კომპანია

ჩვენი მიზანი მომხმარებლებთან გრძელვადიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორული ურთიერთობის დამყარებაა.

ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმით და მუდმივი ინოვაციით მხარი დავუჭიროთ სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ტექნიკურ განვითარებას. ინოვატორის ორგანიზაციული კულტურა მომხმარებელზე ორიენტაცია და მოსახერხებელი, სწრაფი, ეფექტური მომსახურების გაწევაა.

ISO Standard

ჩვენთვის ყველა მომხმარებელი მნიშვნელოვანია, იქნება ეს ერთეული პროდუქტის მიწოდება თუ მთლიანი ტელევიზიის აშენება. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის პროექტის განსახორციელებლად. პროექტზე მუშაობისას ჩვენი მთავარი ამოცანა თქვენი საჭიროებების საფუძვლიანი შესწავლა და მასზე დაყრდნობით თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტების შემუშავებაა. „ინოვატორი“-ში შემუშავაბული ყველა გადაწყვეტა ორიენტირებულია მომავალზე და იძლევა შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. ინოვატორი მსოფლიოს წამყვანი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის პარტნიორების სრულის სიის სანახავად გადადით „პარტნიორები“-ს გვერდზე.

კომპანია სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობს და მის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

სისტემური ინტეგრაცია

სატელევიზიო ტექნიკური ინფრასტრუქტურის პროექტირება, სისტემის ინსტალაცია და ტესტირება.

სერვის ცენტრი

ერთადერთი ავტორიზირებული სერვის ცენტრი საქართველოში, პროფესიონალურ ტექნიკაზე.

თანამედროვე სამაუწყებლო ტექნიკის დისტრიბუცია;

ინოვატორი მსოფლიოს წამყვან მწარმოებელთა ოფიციალური წარმომადგენელია.

ინოვატორი ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ პრემიუმ ბრენდებს როგორიცაა: Sony, Panasonic, LiveU, BlackMagic, Broadstream, Ross video, RTS, Canon, Manfrotto, VSN, Vitec, NewTek და სხვა.

ჩვენი მისია

მუდმივი ინოვაციით მხარი დავუჭიროთ სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ტექნიკურ განვითარებას.

ჩვენი მიზანი

მომხმარებლებთან გრძელვადიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორული ურთიერთობის დამყარებაა.

0 +

წარმატებული პროექტი

0 +

ოფიციალური პარტნიორი

0 +

წლიანი გამოცდილება

0 +

ურთიერთობები

ბრენდის შესახებ :

კომპანიის რებრენდინგი ინდენტიდან ინოვატორზე

2014 წელს წარმატებით განხორციელდა კომპანია ინდენტის რებრენდინგი და აპრილიდან იგი შპს „ინოვატორი“-ა. რებრენდინგის ფარგლებში შეიცვალა კომპანიის სახელი, ლოგო, კორპორატიული ფერები და ამოქმედდა ახალი საიტი.ლოგო და ფერი ჩვენი კომპანიის ლოგოს მთავარ ელემენტს ორი სიმბოლო წარმოადგენს. პირველი სიმბოლო ("algiz") დაცვას, მხარდაჭერასა და დახმარებას აღნიშნავს; მეორე ("ing") მუშაობისა და პროდუქტიულობის სიმბოლოა, რაც ზუსტად გამოსახავს ჩვენი კომპანიის მუშაობის სტილსა და ღირებულებებს.

"ინოვატორი"-ის ლოგო ოქროსფერია. ოქრო მზესთან ასოცირდება, მზე სითბოსა და სიცოცხლის ნიშანია.

ოქროსფერი გამარჯვებულთა და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ფერია. ოქროსფერთან ერთად "ინოვატორი"-ს კორპორატიულ ფერებში ასევე შედის ბორდოსფერი. ბორდოსფერი ლიდერობის, მიზანდასახულობის, ჩამოყალიბებულობის და სიუხვის მანიშნებელი ფერია.

კომპანიის ახალი სახელი უკეთ წარმოაჩენს ჩვენი მუშაობის სტილსა და ხასიათს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ სიახლის დანერგვაზე და აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ

და თანამედროვე მიდგომები სამაუწყებლო სფეროში

ჩვენთან მუშაობის პრინციპი

როგორ ვმუშაობთ

ნამდვილი ინოვაცია იწყება ჩვენი კლიენტების მოსმენით და მათი მიზნების გაგებით.

აირჩიეთ სერვისი

ჩვენ შეგვიძლია ჩამოგიტანოთ ერთი პროდუქტი (ვიდეო კამერა, მიკროფონი და ა.შ.) ან შევქმნათ თქვენთვის სამაუწყებლო გადაწყვეტა. (თანამედროვე სატელევიზიო ცენტრი, მრავალფუნქციური ღონისძიებების დარბაზი და ა.შ.)

გაიარეთ კონსულტაცია

ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის პროექტის გეგმების შედგენასა და განხორციელებაში.

დაგეგმე ჩვენთან ერთად

ტელევიზიის / რადიოს /სტუდიის ან პროდაქშენ კომპანიის შექმნა უამრავ მნიშვნელოვან საფეხურს მოიცავს. დაგეგმე ჩვენთან ერთად

ჩვენი გუნდი

გაიცანით ჩვენი გუნდი

Zura Gegenava

CEO

დავით რობაქიძე

Technical Director

ლევან კაცაძე

Director of Sales

ka_GEGeorgian